ქალაქ შუშას გათავისუფლების აღსანიშნავად მარნეულის სოფელში ცხვარი დაკლეს და მოსახლეობას დაურიგეს

დღეს, 8 ნოემბერს, მარნეულის სოფელ გიორარხში იმამ ალის მეჩეთში ქალაქ შუშას ოკუპაციისაგან განთავისუფლების აღსანიშნავად შესაწირი დაკლეს და ხორცი 50-მდე ოჯახს გაუნაწილეს.



რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ალგეთის მეჩეთის ახუნდმა მაჰირ გულიევმა თქვა, რომ მოსახლეობისათვის შესაწირის დარიგება ქველმოქმედი ადამიანების აიდინი სულეიმანოვის, ჰამიდ გულიევისა და დიდარის მიერ იყო ორგანიზებული.

ახუნდმა მაჰირ გულიევმა განაცხადა, რომ ღონისძიების ბოლოს დაღუპულთა სულებისათვის ყურანი წაიკითხეს და ჯარისკაცებისათვის ილოცეს.

 

Print