პარლამენტის სპიკერ მირზოიანს ოპერაცია უტარდება – ფაშინიანი
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ სომხეთის პარლამენტის სპიკერს, არარატ მირზოიანს ამ წუთებში უტარდება ოპერაცია.

მირზოიანს ერევანში დემონსტრანტები ფიზიკურად გაუსწორდნენ: მათ გააჩერეს მისი მანქანა, მანქანიდან გადმოათრიეს და სცემეს. სოციალურ ქსელებში ვრცელდება მასზე ძალადობის ამსხველი ვიდეომასალაც.

კადრებში ჩანს, თუ როგორ გდია მიწაზე უგონოდ მყოფი დეპუტატი. გარკვეული დროის განმავლობაში მასთან მისვლას ვერ ახერხებდა სასწრაფო დახმარების მანქანა.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენ ვლადიმერ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.

მის ამ გადაწყვეტილებას სომხეთში, დედაქალაქ ერევანში არეულობა მოჰყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება: ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა, დაიკავეს მთავრობის სასახლე, შემდეგ პარლამენტი, ფიზიკურად გაუსწორდნენ პარლამენტის თავმჯდომრე არარატ მირზოიანს და ა.შ.. ისინი ყარაბაღის ომის გაგრძელებას ითხოვენ.

წყარო: ნეტგაზეთი
Print