ერევანში ოპოზიციის აქციის დაწყებამდე პოლიცია მის მონაწილეებს აკავებს
სომხეთში, სადაც ჯერ კიდევ საომარი მდგომარეობა ძალაშია და შეკრებაზე შეზღუდვები მოქმედებს, ოპოზიციის დღევანდელი აქციის დაწყებამდე პოლიციამ მონაწილეების დაკავება დაიწყო.

17 ოპოზიციური პარტია დღეს ერევანში საპროტესტო აქციას გამართავს, სადაც პარტიები ომის დამთავრების შესახებ მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გააპროტესებენ.



“სამწუხაროდ, გუშინ ჩვენი ისტორიის ყველაზე საშინელი გვერდი დაიწერა. ერის წინააღმდეგ მიმართული შეთანხმება გაფორმდა ჩვენი მებრძოლების ზურგს უკან, რომლებიც თავს წირავენ სამშობლოს დასაცავად. ამ დროს ჩვენი ერთობა და აქციების ჩატარება უმნიშვნელოვანესია”,
– ნათქვამია 17 პარტიის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულმა პარტიებმა 9 ნოემბერს, ომის დასრულების შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე მოითხოვეს პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა. აღნიშნულ გაერთიანებულ ფორმატში სხვა პარტიებთან ერთად შედიან საპარლამენტო პარტია “აყვავებული სომხეთი”, “რესპუბლიკური პარტია”, რომელიც სომხეთის წინა მთავრობაში იყო წარმოდგენილი, და დაშნაკცუთიუნი.

წყარო: ნეტგაზეთი
Print