სომხეთის პრეზიდენტი - საჭიროა პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება
სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„ახლა ყველა სომეხისთვის ერთ- ერთ ყველაზე გარდამტეხი მომენტია ჩვენი ერის ათასწლეულების ისტორიაში. ჩვენ წავაგეთ ომი, როგორც ბრძოლის ველზე ასევე დიპლომატიურ და საერთაშორისო არენებზე. ჩვენი ქვეყანა ისეთი აღარ არის, როგორიც 26 სექტემბერს, ან თუნდაც 8 ნოემბერს იყო. ბოლო დღეების განმავლობაში ათობით პოლიტიკური კონსულტაცია გავიარე სხვადასხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალასთან. აბსოლუტური უმრავლესობა ერთიანია ერთ საკითხში: საჭიროა პრემიერის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები“,
- განაცხადა სომხეთი პრეზიდენტმა.

მან ერს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის გაძლიერება და ძალების მოკრება მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი. არმენ სარქისიანმა პოლიტიკურ ძალებსაც მიმართა და პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდა.

„იმედი მაქვს, ყველა პოლიტიკური ძალა აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას და თავის წილ ისტორიულ მისიას ღირსეულად შეასრულებს,“-
აღნიშნა არმენ სარქისიანმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი



Print