ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის შემადგენლობის 80%-ის შეცვლას გეგმავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის შემადგენლობის 80%-ის შეცვლას გეგმავს. ამის შესახებ სომხური მედია წერს.

მმართველი პარტია ახალ კადრებს ეძებს.

კერძოდ, მედიის ცნობით, შეიცვლებიან: შრომისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები.

მანამდე თანამდებობები უკვე დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მისმა მოადგილემ და საგანგებო სიტუაციების მინისტრმა. 

წყარო: Report.az
Print