SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა Forbes-ის
რეიტინგში, პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი ვერ
შეინარჩუნა, ხოლო Bloomberg-ის მიერ გამოანგარიშებული მილიარდერების
ინდექსითб ის კვლავ პირველ ადგილზეა.
Forbes-ის თანახმად, მასკის ქონება დღეში 13.5 მილიარდი დოლარით
შემცირდა და 176.2 მილიარდი დოლარი შეადგინა. იგი მეორე ადგილზე
გადავიდა. პირველი ადგილი ისევ Amazon- ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა
დაიკავა, რომლის ქონებაც 182,1 მილიარდ დოლარად შეფასდა.
Forbes-ის რეიტინგში მესამე ადგილზეა Louis Vuitton Moët Hennessy-ის
პრეზიდენტი ბერნარდ არნო 154,6 მილიარდი დოლარით, მეოთხე ადგილი
დაიკავა Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა 121,4 მილიარდი
დოლარით, ხოლო მეხუთე ადგილზეა Facebook-ის დამფუძნებელი მარკ
ცუკერბერგი 94 მილიარდი დოლარის ქონებით.
წყარო: Report.ge