თურქეთის პრეზიდენტი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება.

ამასთან, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ერდოღანმა დაწერა: „მეც ავიცერი“.

სააგენტოს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი ჩინური ფირმა CoronaVac-ის მიერ წარმოებული ვაქცინა Sinovac -ით აიცრა. ამავე ვაქცინით აიცრა გუშინ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრიც.

თურქული მედიის ინფორმაციით, ხუთშაბათიდან თურქეთში საყოველთაო ვაქცინაცია დაიწყო. ადგილობრივი დროით, გამთენიის 05:00 საათზე ვაქცინა ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე ყველა საავადმყოფომ მიიღო, რომლებიც ადგილზე სპეციალური მაცივრებით მიიტანეს. პირველ ჯერზე სამედიცინო მუშაკები და 65 წელს ზემოთ მოქალაქეები იცრებიან.

წყარო: ინტერპრესნიუსი


Print