სომხეთმა აზერბაიჯანის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა
სომხეთის მთავრობამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 44 დღიანი ომისა და მის შემდეგ პერიოდში არსებული ფაქტების გამო აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

კერძოდ, სომხეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია არწახისა [ყარაბაღის] და სომხეთის მოსახლეობის სიცოცხლის უფლება; ასევე სომხეთი აზერბაიჯანს ადანაშაულებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელყოფაში, განათლებისა და რიგი სხვა უფლებების დარღვევაში.

44 დღიანი ომი მთიან ყარაბაღში 2020 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რაიონები. ასევე გადაწყდა, რომ აზერბაიჯანული და სომხური მხარეები გაცვლიდნენ სამხედრო ტყვეებსა და გარდაცვლილთა სხეულებს. თუმცა, ჯერჯერობით არ დასრულებულა სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესი.

წყარო: ნეტგაზეთი
Print