აზერბაიჯანში კოვიდვაქცინაციის მსურველთა ონლაინ რეგისტრაცია იწყება
დღეიდან აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მსურველი მოქალაქეების ონლან რეგისტრაცია იწყება. მსურველები პორტალს randevu.its.gov.az უნდა ეწვიონ.

სისტემა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი, ასევე მათთვის, ვისაც ერთი წლის განმავლობაში COVID-19-ზე ტესტის დადებითი პასუხი არასოდეს ჰქონია.

ამრიგად, 5 თებერვლიდან, ასაკობრივი ჯგუფების თანმიმდევრობის გათვალისწინებით, საიტზე დარეგისტრირების შემდეგ, მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის უახლოესი სამედიცინო პუნქტის არჩევა შეუძლიათ.

რეგისტრაციის შემდეგ, მოქალაქეებს SMS-ით ეცნობებათ, თუ სად და როდის შეძლებენ ისინი პირველ ეტაპზე აცრის ჩატარებას.

8 თებერვლიდან ამ ასაკობრივი ჯგუფის მოქალაქეებს ვაქცინაცია ჩაუტარდებათ. ქვეყანას ამ კატეგორიის დაახლოებით 700 000 მოქალაქე ჰყავს.

წყარო: report.ge
Print