აზერბაიჯანისა და თურქეთის ჯარების ერთობლივი წვრთნები დაიწყო
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, 6 აპრილს აზერბაიჯანისა და თურქეთის ჯარების ერთობლივი წვრთნები დაიწყო.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, წვრთნების დროს სამხედროები ერთიანი საკომუნიკაციო სისტემის დავალებებზე იმუშავებენ.

სწავლებები 8 აპრილამდე გაგრძელდება.

წყარო: report.ge
Print