ვლადიმერ პუტინი კარანტინში იმყოფება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მის გარემოცვაში დაფიქსირებული დაინფიცირების შემთხვევების გამო თვითიზოლაციაში იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლის პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, რამდენი დღით დარჩება ვლადიმერ პუტინი კარანტინში.

გუშინ რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მის გარშემო კორონავირუსით ბევრია დაინფიცირებული და დასძინა, რომ მისი აზრით, თავადაც მალე მოუწევს კარანტინში გადასვლა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print