ქაბულში ყოფილი დეპუტატი მურსალ ნაბიზადა მოკლეს
ავღანეთის დედაქალაქში ყოფილი დეპუტატი ქალი მოკლეს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, 32 წლის მურსალ ნაბიზადას საკუთარ საცხოვრებელ სახლთან გაუხსნეს ცეცხლი. მასთან ერთად დაიღუპა მისი
დაცვის ერთ-ერთი წევრიც, ასევე დაიჭრა დაცვის მეორე წევრი და ყოფილი დეპუტატის ძმა.

მურსალ ნაბიზადა ერთადერთი ქალი დეპუტატი იყო, რომელსაც ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შედეგად ქაბული არ დაუტოვებია.

წყარო: პირველი არხი

Print