თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9 600-მდე გაიზარდა
თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად 9 600-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, დაშავებულია 49 133 ადამიანი.

მედიის ცნობით, მხოლოდ სირიაში 2
530 ადამიანი დაიღუპა, საიდანაც 1 280 პირი მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე გარდაიცვალა, ხოლო 1 250 ადამიანი სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ნაწილებში.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print