შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საარტილერიო
საბრძოლო მასალის წარმოებაზე ორ კომპანიასთან 522 მილიონი დოლარის
ღირებულების კონტრაქტები გააფორმა.
მედიის ინფორმაციით, შეკვეთა მიიღეს Northrop
Grumman Systems-მა და
Global Military Products-მა.
შეერთებული შტატები ახალი ტვირთიდან საბრძოლო მასალის უკრაინაში
ჩატანას მარტში გეგმავს. კონტრაქტები დაიდო პენტაგონის ინიციატივის
ფარგლებში, რომლის მიზანი უკრაინის უსაფრთხოების შენარჩუნებაა.