ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის
შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Reuters-თან
ინტერვიუში განაცხადა.
“ჩინეთიდან რუსეთში ლეტალური დახმარების არანაირი
მიწოდებები არ გვინახავს, მაგრამ ვნახეთ იმის ნიშნებს, რომ ამას
განიხილავენ და, შესაძლოა, ამას გეგმავენ”, - თქვა
სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ ჩინეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრია, ხოლო
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გაერო-ს ქარტიას არღვევს.
„ამ ქარტიის ძირითადი პრინციპია - პატივს სცემდე სხვა ერების
ტერიტორიულ მთლიანობას და ასობით ათასობით სამხედროთი სხვა ქვეყანაში
არ შეიჭრა. რა თქმა უნდა, ჩინეთი ამის ნაწილი არ უნდა
იყოს”, - თქვა სტოლტენბერგმა.