მატარებლების შეჯახების შედეგად საბერძნეთში 32 ადამიანი დაიღუპა
საბერძნეთში სამგზავრო მატარებელი სატვირთოს შეეჯახა, რასაც 32 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი ათეულებს აღწევს.

BBC-ის ინფორმაციით, შემთხვევა გასულ ღამეს, მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო მატარებელი სალონიკიდან ათენის მიმართულებით მიდიოდა. მატარებლით 350-მდე ადამიანი მგზავრობდა.

სამაშველო სამსახურები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და ავარიიდან 5 საათის შემდეგაც
კი პოულობდნენ დაღუპულთა ცხედრებს.

როგორც თვითმხილველები იხსენებენ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერაფრის გააზრება ვერ მოახერხეს, ვაგონები რელსებიდან გადავარდა და ხანძარი გაჩნდა.

ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.

წყარო: ნეტგაზეთი
Print