ფინეთი უკვე ოფიციალურად ნატო-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის
საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ გაწევრიანების
ოფიციალური
პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს,
ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი
გადასცა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს
გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება
„ფინეთს უფრო
უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის“.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინაში შეჭრის
გაცხადებული მიზანი ჰქონდა - “მიეღო ნაკლები ნატო მის საზღვრებთან,
მაგრამ ის ზუსტად საპირისპიროს იღებს“.