ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდნენ.

პოლონეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ საპრეზიდენტო სასახლეში, რის შემდეგაც დელეგაციები გამართავენ მოლაპარაკებებს.

ეს ზელენსკის პირველი ოფიციალური ვიზიტია ვარშავაში მას შემდეგ რაც უკრაინაში ფართო
მასშტაბიანი ომი დაიწყო.

უკრაინის პირველი პირი უცხოეთში ომის პერიოდში რამდენჯერმე იმყოფებოდა, რა დროსაც ის ვაშინგტონს, ლონდონსა და ბრიუსელს ეწვია.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print