დიმიტრი პესკოვი - კრემლი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოსკოვში შეხვედრა პროდუქტიული იქნება
კრემლი იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის მოსკოვში შეხვედრა პროდუქტიული
იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ალიევსა და ფაშინიანს ვლადიმერ პუტინი უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რუსეთის დედაქალაქში აზერბაიჯანისა და სომხეთის პირველი პირების შეხვედრა ხვალ, 25 მაისს გაიმართება.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print