თურქული მედია - დათვლილი ხმების 71%-ის მიხედვით არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს
დათვლილი ხმების 71%-ის მიხედვით, თურქეთის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ლიდერობს.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Anadolu ავრცელებს.

გამოცემის თანახმად,
ხმების 71.45% არის დათვლილი. ერდოღანს ამ მომენტისთვის ამომრჩეველთა ხმების 54.37% აქვს, მის ოპონენტს ქემალ ქილიჩდაროღლუს კი - 45.63%.

ამომრჩეველთა აქტიურობა 85.07%-ს შეადგენს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print