თურქეთში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები
თურქეთის ყარსის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი ხიდიდან გადავარდა, რის შედეგად 5 ადამიანი
დაიღუპა და 23 დაშავდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულდებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა.

მიმდინარეობს ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზების დადგენა.
წყარო: ინტერპრესნიუსი

Print