კურსკის გუბერნატორი - რუსმა სამხედროებმა კურსკთან ორი დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კურსკთან უკრაინის შეიარაღებული ძალების ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო, რომელიც კურსკს უახლოვდებოდა, - ინფორმაციას რუსული მედია კურსკის ოლქის გუბერნატორზე,
რომან სტაროვოიტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„გუშინ, დაახლოებით, 23:00 საათზე, საჰაერო თავდაცვის ძალებმა კურსკისკენ მიმავალი ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს", - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამზე".

რომან სტაროვოიტი სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print