აზერბაიჯანში, შირვანის რეგიონში თავდაცვის ინდუსტრიის სამინისტროს
ქარხანაში აფეთქება მოხდა.
მიმდინარეობს გამოძიება.
შირვანის საქალაქო პროკურატურამ შეტყობინება შპს არაზის ქარხანაში
მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დაახლოებით 15:00-ზე
მიიღო.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია სამი პირი.
პოლიციის წარმომადგენლები აფეთქების ადგილზე მუშაობენ და აუცილებელ
ქმედებებს ატარებენ.
ვარაუდობენ, რომ შემთხვევა 120-მმ-იან ჭურვზე ჩაქუჩის მოხვედრამ
გამოიწვია.