„პეგასუსმა“ ხელბარგის დასაშვები წონა 8-დან 3 კილოგრამდე შეამცირა
თურქულმა ავიაკომპანია „პეგასუსმა“ ხელბარგის დასაშვები წონა შეამცირა.

თუკი ადრე მგზავრს ბორტზე 8 კილოგრამამდე წონის ხელბარგის ატანა შეეძლო, ახლა, ბილეთის ყიდვისას ვკითხულობთ, რომ მაქსიმალური წონა სამი კილოგრამია.

ხელბარგის დასაშვები წონა სამი კილოგრამი იქნება, ბილეთის ღირებულების მიუხედავად. ხელბარგის დასაშვები მაქსიმალური ზომაა 40/30/15 სანტიმეტრი.

გამოცემა Avianews აღნიშნავს, რომ
2024 წლის 13 თებერვლამდე შეძენილი ყველა ბილეთისთვის ხელბარგის წონისა და ზომის წინანდელი ნორმები მოქმედებს.

„პეგასუსს“ სხვადასხვა მიმართულებით ფრენებისთვის აქტიურად იყენებენ საქართველოს მოქალაქეებიც.

წყარო: ნეტგაზეთი

Print