ყაზახეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ყაზახეთში 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ალმათი იყო.

ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიწისძვრა იგრძნობოდა მეზობელ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკშიც.

ამ დროისთვის ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

წყარო: პირველი არხი
Print