ავტოსაგზაო შემთხვევა კირაჩ-მუღანლოში (+ფოტო)
დღეს, 28 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირეჩ მუღანლოში დაახლოებით 14:00 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მანქანას მოსწავლე მართავდა, რომელსაც არანაირი საბუთი არ ჰქონდა. საპატრულო პოლიციამ დააფიქსირა, რომ სკოლის მოსწავლე წითელი ხიდიდან სოფელ კირეჩ მუღანლოსკენ კანონდარღვევით ატარებდა მანქანას.

პოლიციის მანქანის დანახვაზე, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზისპირას არსებულ ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. დაზიანდა მილი და ავტომობილის წინა ნაწილი.

შემთხვევის დროს არავინ დაზარალებულა.

თვითმხილველების თქმით, სოფლის მკვიდრებს პოლიციასთან კონფლიქტი ჰქონდათ. მცხოვრებლები ამბობენ რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მძღოლისთვის ადევნება კანონს ეწინააღმდეგება.

„თუ არღვევს კანონს, პოლიციამ ჯარიმა დაწეროს, გაფრთხილება მისცეს. ასეთი სისწრაფით მძღოლის უკან მოსვლა არასწორია. პატრული არ ფიქრობს რომ მანქანა შესაძლოა ბავშვს დაეჯახოს - სოფელია და ყველაფერია მოსალოდნელი".

რადიო "მარნეული" ინფორმაციის მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.



"Marneuli" Radiosu
Print