სოფელ ქესალოს პირველი სკოლის პირველი დირექტორი
87 წლის ხიდირ ალიევი 63 წელი მასწავლებლად მუშაობდა.
მან სკოლა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში დაამთავრა. განათლების გასაგრძელებლად მირჯაფარ ბაგიროვის სახელობის ყაზახის მასწავლებელთა ინსტიტუტში აზერბაიჯანული ენის და ლიტერატურის ფაკულტეტზე ჩააბარა.

განათლების დამთავრების შემდეგ იგი აზერბაიჯანულ საჯარო სკოლაში მასწავლებლად გააგზავნეს.
მოგვიანებით ბელორუსიაში სამხედრო სამსახურში წავიდა. ერთწლიანი მსახურობის შემდეგ პოლონეთში გააგზავნეს და ორი წლის განმავლობაში იქ გააგრძელა სამხედრო სამსახური.

იგი 60-იან წლებში მარნეულში სოფელ პირველ ქესალოს სკოლაში დირექტორის პოზიციას იკავებდა. მისი თქმით, იმ დროს სკოლის შენობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბალანსზე იყო ალიევმა კი საქართველოს ბალანსზე გადმოიყვანა. ალიევი 10 წლის განმავლობაში პირველი ქესალოს საჯარო სკოლაში დირექტორი იყო.

დირექტორობის შემდეგ მეორე ქესალოს საჯარო სკოლაში აზერბაიჯანული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. ალიევი მასწავლებლობის პროფესიის სურთულეზე გველაპარაკა და თქვა, რომ თუ ადამიანი გაუნათლებელია მასწავლებლობა მისთვის რთული იქნება. ფიქრობს, რომ ადამიანს თუ არ აქვს პედაგოგიგური უნარი, ლოკიგური აზროვნება, მას არ შეიძლება მასწავლებელი ვუწოდოთ. ცხოვრების ნახევარზე მეტი მან სკოლაში გაატარა და ამბობს, რომ ამაზე ლამაზი გრძნობა არ არსებობს.

მოსწავლეები ჩემი შვილებივით მიყვარს
სკოლის გარეშე ვერ ვძლებ. სკოლასთან განშორება ჩემთვის დიდი დარტყმაა. არ შემიძლია...“

ამბობს, რომ მისი მოსწავლეები ყველა დასაქმებულია.

სტუდენტების აღზრდა არის ბედნიერება. თუ მასწავლებლის აღზრდილი სტუდენდები ცხოვრებაში, საზოგადოებაში, სამშობლოში არაფრად არ ვარგა ის მასწავლებელიც არაფრად ივარგებს. თუ ის ნამდვილი მასწავლებელია მისი აღზრდილი სტუდენტი ყველა კარგი იქნება"

63 წლის გამოცდილების მქონე ალიევი ამბობს, რომ ახალი არჩევანის უფლება რომ ჰქონდეა ისევ მასწავლებლობას აირჩევდა.

თავადვე ჰყვება, რომ მოსწავლეებისთვის გაკვეთილზე სპეციალურ მეთოდებს იყენებდა. ჩვენთან საუბრში თქვა რომ ახალ თაობას პედაგოგობის მიმართ ინტეტრდი არ აქვთ, რაც დაბალი ანაზღაურების ბრალია. ის არც საპენსიო სისტემას ემხრობა და ამბობს, რომ ყველა ერთნაირ თანხას არ უნდა იღებდეს. მასწავლებლებს მეტი დაფასება უნდა ჰქონდეთ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google