თაქალოელები მუნიციპალური ტრანსპორტის გაუმართავი გრაფიკის გამო ჩივიან
კვირის ბოლოს მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკი, სოფელ თაქალოს მცხოვრებლებს არ აკმაყოფილებს. ისინი შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტის გრაფიკის შეცვლას ითხოვენ.

ამბობენ, რომ კვირის ბოლოს, 14:00 საათის შემდეგ, წითელი ხიდიდან მარნეულში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ მუშაობს. ხუთ წელზე მეტია, რაც ტრანსპორტი თაქალიში დადის, მაგრამ ადგილობრივებს არასამუშაო დღეებში ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი არ აკმაყოფილებს.

თაქალოს საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე აფაიათ მამედოვა ამბობს, რომ კვირაში 3- ჯერ მარნეულში მდებარე საქართველოს აზერბაიჯანულ ინტეგრაციის ცენტრში, ინგლისურის კურსებზე დადის.

„შუა კვირას რომ დავდივარ, მუნიციპალური ტრანსირტი დადის, თუმცა შაბათ-კვირას 14:00 საათის შემდეგ სახლში დასაბრუნებლად სირთულეების წინაშე ვდგებით“- ამბობს აფაიათ მამედოვა.

მსგავს ვითარებაში ადგილობრივების ერთადერთი გამოსავალი ტაქსით სარგებლობაა.

შაფა ჰაშიმოვა 6 თვეა თბილისში ცხოვრობს და პროფესიულ განათლებას ეუფლება. ყოველი კვირის ბოლოს კი სოფელში ბრუნდება.

„შაბათ დღეს მოვდივარ ოჯახში თბილისიდან ლექციები რომ მთავრდება. 16:00 საათზე ჩავდივარ მარნეულში, მაგრამ მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს და 17:00 საათზე მეზობელ სოფელში, კაჩაგანში მიმავალ ავტობუსებს ველოდები ხოლმე. კაჩაგნამდე მივდივარ, ისიც თუ არ მუშაობს, 
ტაქსით მიწევს წასვლა"-
ამბობს შაფა ჰაშიმოვა

ფერზინ მეშედიევი სოფელ კირეჩ მუღანლოში ცხოვრობს. ის სოფლის სკოლის გარდა მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ქართულის მასწავლებლად მუშაობს. ფერზინს ყოველდღიურად უწევს მუნიცპლაური ტრანსპრტით გადაადგილება.

დილის 8 საათზე მარნეულიდან გამოსული ავტობუსით მოვდივარ რომ 9-ზე კირეჩ-მუღანლოს საჯარო სკოლამდე მივაღწიო. ხანდახანა ავტობუს დროზე არ მოდის და ხანდახან დროზე ადრე გადის. მე მარნეულში ტაქსით ან რომელიმე ქალაქში წასული მანქანით მივდივარ. ხელფასის ნახევარი ტრანსპორტში მეხარჯება. შაბათ - კვირას სხვა სოფელბიდან სტუდენდები ჩამოდიან ჩემთან მოსამზადებლად. მათთან დროულად რომ მივიდე, ტაქსით მივდივარ. სტუდენტებმაც იციან, რომ ტრანსპორტის პრობლემა მაქვვს".

მარნეულის მუნიციპალიტეტი 2020 წელს 5 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს, თუმცა ჯერჯერიბით ცნობილი არაა კონკრეტულად როდის შეიძენენ და რა ადგილებს მოემსახურება.

ავტორი: ჯასურ ჰაჯიევი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები