გარდაბანში გადაღებულ ფილმში „მერი“ თანამდებობის პირს 4 წლის მსახიობი თამაშობს

„მერი“ - მოკლემეტრაჟიანი ფილმი გარდაბანში მცხოვრებმა მსახიობმა გადაიღო.

იდეის ავტორი და რეჟისორი თბილისის სახელმწიფო აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ყოფილი მსახიობი ბინალი ისლამოღლი. მისი თქმით, ფილმის მთავარი მიზანი მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე მსჯელობის დაწყებაა.

„ჩვენ ფილმში ვუყვებით, რომ ახალი მერი ცდილობს მუშაობის ახალი რეჟიმი შექმნას. ვუყვებით თუ რა პრობლემებია ქალაქში. როგორი უნდა იყოს მერი, როგორც მენეჯერი, ამის ჩვენება გვინდა მაყურებლისათვის. ჯერ ვფირობდი, რომ მერის როლს მე შევასრულებდი, თუმცა გადაღებაც და როლის შესრულებაც გამირთულდებოდა. ამიტომ, მერის როლი ჩემ 4 წლის შვილს შევთავაზე. ვფიქრობ ისლამმა ეს როლი ძალიან კარგად შეასრულა“ - გვიყვება ბინალი ისლამოღლი,

კორონავირუსის გამო, ფილმის პრეზენტაცია არ შედგა. მისი ნახვა მხოლოდ youtube-ზე არის შესაძლებელი.



რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები