საკარანტინო რეჟიმში მყოფ დაშტაფელ ცოლ-ქმარს პენსიის აღება გაუძნელდა

პანსიონერი ქალი ამბობს, რომ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.

რისკ ჯგუფში არის და მთავრობის რეკომენდაციას ითვალისწინებს. ცოლ-ქმარი ცდილობს გარეთ არ გავიდნენ, თუმცა რამდენიმე დღე მარნეულში უწევდა წასვლა პენსიის აღების მცდელობით. დიდი რიგების გამო, ორი დღის განმავლობაში მისი რიგი ვერ დადგა და სოფელში უფულოდ ბრუნდებოდა. გულდარინი ამბობს, რომ მეუღლე ასევე საპენსიო ასაკის არის. სხვა ნათსავები ან ახლობლები არ ჰყავთ, ვინც პენსიას მოუტანდა. მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობს და ტაქსით მგზავრობა ძალიან ძვირი უჯდებათ.

ცოლ-ქმარმა გაიგო, რომ ლიბერთი ბანკის მანქანა სოფლებში ისევ განაახლებდა სიარულს. რამდენიმე დღე ელოდნენ , მაგრამ „მობილური“ ბანკი მათ სოფელში დღემდე არ გამოჩენილა.
ნურიევა ამბობს რომ მარნეულის მერს და მის ახალგაზრდულ საკითხებში მრჩეველს ადილ ალიევს დაუკავშირდა და პრობლემის შესახებ უამბო. მიუხედავად ამისა, 6 აპრილს მათ კვლავ მოუწიათ მარნეულში ჩასვლა პენსიის ასაღებად, რიგში დგომა და ტაქსისთვის დიდი თანხის გადახდა. მათ მარნეულშİ სამჯერ ჩამოსვლა 24 ლარი დაუჯდათ.

ჩვენ თუ უნდა დავემორჩილოთ დადგენილ კანონებს, სახელმწიფომაც უნდა შეასრულოს დაპირებები. სოფელში საპენსიო მანქანა როდის მოვა უნდა გაგვაგებინონ. პენსიის აღება დროზე ადრეც გვიწევს ხოლმე, საჭიროებებიდან გამომდინარე. ერთი შვლილი ცალკე ცხოვრობს, მეორე შვილი თურქეთში. ჩვენ პენსიის იმედად ვართ“ -ამბობს გულდერინი

აღნიშნული მასალა ორი დღის წინ, 5 აპრილს, მომზადდა . მერიისგან პასუხის მოლოდინში კი გამოქვეყნება დაგვიანდა, თუმცა დღესაც, ვერც 7 აპრილს მოვახერხეთ მარნეულის მერის ჩაწერა პენსიონერების მიერ ნახსენები ახალგაზრდულ საკითხების მერის მრჩეველი ადილ ალიევი გვეუბნება, რომ მასთან არავის დაურეკავს. მრჩეველი იმეორებს, რომ მობილური ბანკი ყველა სოფელში მივა. „ლიბერთი“ ბანკის პიარიც იმავეს ამბობს, თუმცა ვერ აკონკრეტებს იქნება თუ არა პენსიონერებისთვის წინასწარ ცნობილი განრიგი. ბანკში ამბობენ, რომ დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე, უკარნახონ პირადი მონაცემები და ეტყვიან თუ როდის მივა მათ სოფელში ბანკის საპენსიო მანქანა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google