მარნეულელი სპორტსმენი საერთაშორისო SQAY საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი გახდა

მარნეულელი სპორტსმენი ტოფიგ აკპეროვი საერთაშორისო SQAY საბჭოს (International Council of SQAY) ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ის 5 წლის ვადით აირჩიეს.



რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სპორტული კლუბის „გიორარხის“ მთავარმა მწვრთნელმა ტოფიგ აკბეროვმა თქვა, რომ ის საერთაშორისო SQAY საბჭოს წევრი 2012 წლიდანაა.

„SQAY ძველ ეგვიპტეში დაარსებული შუა აზიური ბრძოლის სახეობაა. ამ წელს საბჭოს შეხვედრა იგეგმებოდა, მაგრამ კორონავირუსის გამო შეხვედრა ვიდეო კონფერენციის ფორმატში ჩატარდა და მე 5 წლით ვიცე-პრეზიდენტად ამირჩიეს“ - გვითხრა ტოფიგ აკპეროვმა

აკბეროვის თქმით, სამომავლოდ SQAY ბრძოლის სახეობაში საერთაშორისო ტურნირების ორგანზიებასა და მასში მონაწილოებასაც გეგმავს. ასევე, საერთაშორისო კონფერენციებს და სემინარებსაც შეუერთდება.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები