ექვსი წლის შემდეგ ბოლნისის მდინარეში წყალი ისევ წამოვიდა

მდინარე, რომელიც ბოლნისის სოფელ ფოლადაურში იღებს სათავეს დაახლეობით 6 წლის განმავლობაში დამშრალი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ მდინარეში წყალი წესლ პირველად წამოვიდა.

მდინარე ბოლნისის სოფელ ფოლადაურში (ჩათახი) იღებს სათავეს და რამდენიმე სოფელში შემიშიოში, ხიჩინსა და კაპანახჩში გაედინება. ბოლო წლებში, სავარაუდოდ გვალვების გამო, მდინარეში წყალი არ მოედინებოდა. სანაპიროზე მცხოვრებ მოსახლეობას იმედიც აღარ ჰქონდათ, რომ მდინარეში წყალი ისევ წამოვიდოდა.

„არავის არ ჰქონდა იმედი რომ ამ მდინარეზე წყალი მოვიდოდა. ბოლო დღეებში წვიმიანი ამინდები რომ იყო მდინარეზე წყალი გამოჩნდა. ახლა მოსახლეობას უხარია რადგან ხილ-ბოსტნეულს მშვიდად მორწყავენ. სარწყავად შორს წასვლა ძალიან რთული იყო და ამ სეზონზე ყველას იმედი აქვს რომ კარგ მოსავალს აიღებს“ - გვეუბნება კაპანახჩის მაცხოვრებელი მაჰარამ გოიშლი

მაჰარამი წუხს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სოფელში გვალვები კვლავ იქნება მდინარე შესაძლოა რამდენიმე თვეში დაშრეს.

ავტორი: იდრის რუსტამოვი

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google