მარნეულის მუფტმა ჰაფიზ ფოლუხოვს უსაყვედურა - ჰაჯი იასინ ალიევი
საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტის, მარნეულის და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში ჩატარებულ შეხვედრაზე,  ჰაფიზ ფოლუხოვის მონაწილეობას ხელმძღვანელობის შეთანხმების გარეშე,  მცდარ ნაბიჯად ვაფასებ“- ამის შესახებ სრულიად საქართველის მუსლიმთა სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი ჰაჯი იასინ ალიევმა რადიო მარნეულთან საუბრისას თქვა. მისი თქმით, შეთანხმების გარეშე ფოლუხოვის რომელიმე შეხვედრაზე მონაწილეობა, სამმართველოს პოზიციას არ გამოხატავს. 

ჩვენი მხრიდან მას მივეცით სერიოზული საყვედური. ახლო დღეებში საბჭოს შეხვედრა იქნება. საბჭოში ის უპასუხებს ამ საქციელს და გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩემი და სამმართველოს გაფრთხილების გარეშე სადახლოს მოსახლეობასთან ერთად მანაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენი გაფრთხილების გარეშე სოფლის უხუცესებმა მასაც მიმართეს როგორც რელიგიურ პიროვნებას და ისიც წავიდა. წესით, არ უნდა წასულიყო. ალბათ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ჩვენც გადავდგამთ შესაბამის ნაბიჯებს“- თქვა ჰაჯი იასინ ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ 28 მაისს, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო რეზიდენციაში საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მარნეულის მუფტს ჰაფის პოლოხოვსა და მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს მეუფე გიორგის (ჯამდელიანის) შეხვედრა გაიმართა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google