მაჟორიტარობის კანდიდატზე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას - რუსლან ჰაჯიევი
"მაჟორიტარობის კანდიდატის ვინაობაზე ბიძინა ივანიშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას" - ეს განცხადება მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა რუსლან ჰაჯიევმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას გააკეთა. გვითხრა, რომ კანტიტადის ვინაობასთან დაკავშირებით არჩევანი პარტიის ლიდერს ეკუთვნის და ის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

„პარტიაში განხილვები მიმდინარეობს. ბატონი ბიძინა მიიღებს გადაწყვეტილებას.ეს პარტიის ლდერის გადასაწყვეტია და ივლისის ბოლოში კანდიდატის ვინაობა გახდება ცნობილი"

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ისევ შერეული წესით ჩატარდება, მაგრამ მაჟორიტარული და პროპორციაული დეპუტატების სია შეიცვლება.

120/30 - ოპოზიციის და ხელისუფლების პარტიების შეთანხმების მიხედვით პროპორციული და მაჟორიტარული წესით შერჩეული დეპუტატების სია ასე განაწილდა.

საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები 21 ივნისს 136 დადებითი, 5 უარყოფითი ხმით პირველ მოსმენაზე დაუჭირა მხარი.

2016 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს მარნეული ორ მაჟორიტარულ ოლქად განაწილდა. ახალი სისტემის მიხედვით კი მარნეულში მხოლოდ ერთი მაჟორიტარული ოლქი იქნება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები