აღმამედლოს მოსახლეობა შიდა გზების ცუდი მდგომარეობის და ნაგვის ურნების არარსებობის გამო ჩივის

მარნეულის მუნიციპალიტეტისს სოფელი აღმამედლოს მაცხოვრებლები შიდა გზების ცუდი მდგომარეობის და ნაგვის ურნების არარსებობის გამო ჩივიან.

მათი თქმით, სოფლის უმეტეს ქუჩებზე მდგოამრეობა ძალიან ცუდია. წვიმს დროს ქუჩებზე მოძრაობა რთულდება. ადგილობრივების თქმით, პრობლემის შესახებ რამდენჯერმე ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს და სოფლის დეპუტატს აცნობეს, მაგრამ დღემდე მათი პრობლემა არ მოგავრებულა.

„ამ გზას ჩემი ფულით ვაკეთებინებ. აპრილის თვიდან სოფლის დეპუტატს ვუთხარი რომ გზის პრობლემა გვაქვს. კიტრის სეზონზე ურიკით მიმქონდა მოსავალი გასაყიდად. მის დამხმარესაც ვუთხარი რომ ეს პრობლემა არსებობს. ჩვენი ხარჯით უნდა გავაკეთებინოთ გზა? არავინ უყურებს ჩვენს პრობლემებს“

სოფელ აღმამედლოში მცხოვრებმა ფიქრეთ აივაზოვმა წლებია, რაც ახალი სახლი ააშენა. მისი თქმით, როცა ის სახლს აშენებდა იმ ტერიტორიაზე არც შუქი არც გაზი არ იყო. თავისი ხარჯებით გაიყვანა გაზი და დენი. მის სახლამდე მისასვლელ გზა საკუთარი ხარჯებით მოხრეშა.

„როცა წვიმაა ამ გზაზე ვერც სასწრაფო შედის, ვერც სხვა მანქანა. იტბორება სულ. რამდენჯერ უნდა მიმართო. 1-2 მეტრი კი არაა რომ გააკეთო, 400 მეტრიანი გზა გვაქვს. სულ ტალახია. დღეს კიდევ კარგი მდგომარეობაა, გუშინ მოსულიყავით გენახათ რა დღეში იყო“

59 წლის მაჰარათ მამედოვა სოფელში გარე განათების არარსებობის გამო ჩივის.

გზის, განათების პრობლემა გვაქვს. სოფლის ცენტრში გაიყვანეს განათება გარშემო ქუჩები ისე დარჩა. დეპუტატსაც ვუთხარით და გვეუბნებიან ჯერ ასე ვაკეთებთ და დამატებითი თუ იქნება რამე მერე გავაკეთებთო“

საკითხის გასარკვევად კასუმლოს ტერიტორიული ერთეულის დეპუტატს აშრაფ თუქანოვს დავუკავშირდით. მან რადიო მარნეულს აცნობა, რომ სოფელში ბევრი პრობლემაა. მაგრამ ნელ-ნელა მოგვარდება. თუქანოვის თქმით, ქუჩების განათებისთვის შარშანდელი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი იყო გამოყოფილი და იმ თანხით, სოფლის გარკევულ უბნებზე განათება გააკეთეს.

„არის ისეთი ქუჩები, სადაც მდგომარეობა ნამდვილად ცუდია. 1 კიომეტრ ნახევარი სიგრძეზე ხრეში დავყარეთ, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. სოფელში გაზი და წყალი გაიყვანეს ამიტომ მილების გაყვანისას გზა გაფუჭდა და ესეც მომავალ წელს აუცილებლად მოგვარდება. გზების და გარე განათების პრობლემაა ძირითადად. 15 ცალი ნაგვის ურნა უნდა მოიტანონ ამ დღეებში. ნაგავის პრობლემაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილებიც გავანაწილეთ უკვე სად დაიდგმება და თვეში ორჯერ მოვლენ და გაიტანენ ამ ნაგავს“


თუქანოვმა თქვა რომ სოფელ აღმამედლოზე 15 ცალი ნაგვის ურნაა გათვალისწინებული მაგრამ როდის დაიდგმება არ იცის. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ახლო მომავალში ნაგვის ურნებს მოიტანენ სოფელში.


 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google