ელექტროენერგიის გათიშვა, დამატებითი ბიულეტენების ჩაყრა- ოპოზიცია მარნეულის #3 უბანზე დარღვევებზე საუბრობს
მარნეულის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე საარჩევნო უბანი #3 -ს ტერიტორიაზე ამ წუთებში  პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, პოლიცია და მედია არიან მობილიზებული. როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი ამ უბნის კომისიის წევრმა განაცხადა რომ უბანზე ელექტროენერგია გათიშეს და ხმების გაყალბების მცდელობა იყო. 

ადგილზე მისული აზერ სულეიმანოვი განაცხადა რომ ელექტროენერგიის გათიშვა სპეციალურად ხმების გაყალბების მცდელობისთვის მოხდა:

„ ჩვენი ინფორმაციით ამ უბანზე შუქი გათიშეს რომ ბიულეტენები ჩაეყარათ. სახელებიც ვიცი. ბიულეტენები გამოცვალეს. ჩვენი ამომრჩევლები ამით არ არიან კმაყოფილი. დაველოდებით. დაველოდებით რა სედეგები დაიდება. ელჩინ ჯაფარლი, ალთონ ისმაილოვმა გათიშეს უბანზე ელექტროენერგია. ეს ფაქტი ჩვენმა წარმომადგენლებმა დაინახეს“ განაცხადა ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა აზერ სულეიმანოვმა.

უბანზე მისულმა მარნეულის რაიონული პოლიციის უფროსმა რუსლან იოსელიანმა შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უბანზე არ ქონია ადგილი დანაშაულს, ან საარჩევნო წესების დარღვევას.

“ადგილი არ ქონია კანონის დარღვევას. მოხდა მცირე შელაპარაკება კომისიის წევრებს შორის საარჩევნო თემატიკის შესახებ, თუმცა ამჯერად ინციდენტი ამოწურულია. ვტოვებთ საარჩევნო უბნის ტერიტორიას”, – განაცხადა იოსელიანმა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

{{AUDIO}}



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google