მარნეული-სადახლოს გზაზე ავარია მოხდა

დღეს, 4 ნოემბერს, დაახლოებით 12:30 საათზე მარნეულში, აეროდრომდთან ახლოს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ავარიისას ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა. ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა.

24News.ge-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს "VAZ 21-07“-ის მარკის ავტომობილის მძღოლი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

როგორც რადიო მარნეულის შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

 

Print