მარნეული-სადახლოს გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა
08:57 / 08.10.2019
დღეს, 8 ოქტომბერს, მარეული-სადახლოს მეთორმეტე
კილომეტრზე (შულავრის მიმდებარე ტერიტორია) ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა.3 ავტომობილი ერთმანეთ შეჯახა, რის
შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. რადიო "მარნეულის" ინფორმაციით მის
ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს,
რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის
დარღვევას გულისხმობს,
რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება
გამოიწვია.