ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 550-მდე გაიზარდა
ირანის ქერმანშაჰის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 550-მდე გაიზარდ ა.

6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან მოხდა.

ერაყის ტელეკომპანია Rudaw-ის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული.

მიწისძვრის ეპიცენტრი ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 150 კილომეტრში, ირანის ქალაქ სარპოლიდან კი 40 კილომეტრში დაფიქსირდა.

ირანის ხელისუფლებამ ქერმანშაჰის პროვინციაში სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო ერთ წელიწადში ირან-ერაყის საზღვართან სამი ძლიერი მიწისძვრა მოხდა.


1 TV. GE
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები