რეჯეფ თაიფ ერდოღანი - სირიაში „ისლამური სახელმწიფო“ დამარცხებულია
თურქეთი მიიჩნევს, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ სამხედრო კუთხით სირიაში დამარცხებულია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

თურქეთის ლიდერი აცხადებს, რომ ანკარა მზად არის სირიაში სიტუაციის ნორმალიზების გეგმა წარადგინოს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან ჯარების გაყვანაზე სწორია.

„ეს დეტალურად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სათანადო პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა აშშ-ს, საერთაშორისო თანამეგობრობის და სირიელი ხალხის ინტერესები იყოს დაცული. თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც ამ ამოცანის შესრულების ძალა და განწყობა აქვს“, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ანკარა განწყობილია დაამარცხოს „ისლამური სახელმწიფო“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები სირიაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები