ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 58-მდე გაიზარდა
ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა
რიცხვი 58-მდე გაიზარდა. უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 305
ადამიანი.
ამის შესახებ მინას-ჟერაის შტატის საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ აქამდე საუბარი იყო 37 დაღუპულზე და 280 უგზო-უკვლოდ
დაკარგულზე.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი მას შემდეგ გაიზარდა, რაც
მაშველებმა ავტობუსი აღმოაჩინეს.
მინას-ჟერაის შტატში კაშხლის გარღვევა გასულ პარასკევს მოხდა.