სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა - ფოტო/ვიდეო
სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, სადაც დღეს, 19 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა . შეხვედრა ელისეს სასახლეში გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას “ფრანგულ-ქართული დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის” დაფუძნების შესახებ, რომლის საფუძველზეც “ქვეყნებს შორის დიალოგს ინსტიტუციური ხასიათი მიეცემა და თვისობრივად ახალ ეტაპზე
გადავა”.





სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია



სალომე ზურაბიშვილი და ემანუელ მაკრონი. ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია



წყარო: ნეტგაზეთი



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები