ალაბამას შტატში, ტორნადომ სულ მცირე 23 ადამიანის სიცოცხე იმსხვერპლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალაბამას შტატში ტორნადოს 23 ადამიანი ემსხვერპლა . ლის ოლქის შერიფის განაცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს, რადგან დაკარგულების შესახებ ინფორმაციას პოლიცია ჯერ კიდევ იღებს.

დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. სტიქიის შედეგად 50-მდე ადამიანია დაშავებული.

ალაბამას შტატის გუბერნატორმა, კეი აივიმ მოსახლეობას შეატყობინა, რომ ამინდი შესაძლოა, ისევ გაუარესდეს და შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

აშშ-ის ამინდის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე საათში 266 კილომეტრს აღწევდა. ალაბამას შტატში 10 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ალაბამას ლის ოლქში 4 მარტს სკოლები დახურული იქნება

ფოტოს ავტორი: James Spann
წყარო: 1ტვ.ჯე
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები