თურქეთმა „ბოინგ 737 მაქს 8“-სთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურა
თურქეთმა „ბოინგ 737 მაქს 8“-სთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურა.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, „ბოინგ 737 მაქს 8“-სთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი ბოლო ხუთი თვის განმავლობაში საზღვარგარეთის ქვეყნებში „ბოინგ 737 მაქს 8“-ის ავიაკატასტროფები გახლავთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი განცხადება თურქეთის ავიახაზებმაც (THY) გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ამჟამად, თურქების ავიახაზებს ფლოტში, 12 ერთეული „ბოინგ 737 მაქს 8“-ს თვითმფრინავი ჰყავს.

ფრენების და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით 13 მარტიდან, ანუ დღეიდან მომდევნო განკარგულებამდე, „ბოინგ 737 მაქს 8“-ით ფრენები შეჩერებულია.“

წყარო: trt.net.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google