ახალ ზელანდიაში მეჩეთზე თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა
ახალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში, მეჩეთზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. The Guardian-ის ინფორმაციით, მომხდართან კავშირის ბრალდებით ამ დროისთვის დაკავებულია 3 კაცი და ერთი ქალი . დაკავებულებს უამრავი საბრძოლო და ასაფეთქებელი მოწყობილობა უპოვეს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთ-ერთი დაკავებული ავსტრალიის მოქალქეა და ის მემარჯვენე ულტრანაციონალისტური დაჯგუფების წევრი იყო.

თავად ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტმა მომხდარს ტერორისტული თავდასხმა უწოდა და განაცხადა, რომ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია. მომხდარის გამო ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პოლიციამ მოქალაქეები გააფრთხილა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მეჩეთში მისვლისგან თავი შეიკავონ. გამოცემის ცნობით, თავდამსხმელებს სროლის პერიოდში, სავარაუდოდ, ლაივი ჰქონდათ ჩართული. The Guardian წერს, რომ თავდამსხმელების ობიექტში ორი მეჩეთი – “ალ ნურისა” და ლინვუდის ისლამური ცენტრი – იყო. პირველში მოკლულია 30, ხოლო ისლამურ ცენტრში 10 ადამიანი.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ჯასიდა არდენის თქმით, თავდასხმა წინასაწარ იყო დაგეგმილი და მათ ახალი ზელანდია მისი მულტიკულტურული ღირებულებებიდან გამომდინარე შეარჩიეს.

ბრიტანული გამოცემა Daily Mail პოლიციის მიერ დაკავებულებისთვის ამოღებული იარაღის ფოტოებს ავრცელებს. იარაღის ვაზნებზე ქართულად თავით აღმაშენებელი და დავით სოსლანი აწერია. ვაზნაზე ქართველი მეფის გარდა სხვა ისტორიული პირებების სახელებიც წერია, როგორებიც არის ტრაფარგალის ბრძოოლის მონაწილე ადმირალი ედუარდ კოდრინგტონი და რუსი ადმირალი დმიტრი სევიანიმი.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები