სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ინფორმაციით, კომპანიამ
ახალ ზელანდიაში ტერაქტების ამსახველი 1,5 მილიონი ვიდეო წაშალა.
კომპანიაში განმარტავენ, რომ საუბარია სოციალური ქსელიდან პირველ 24
საათში წაშლილ ვიდეოებზე
.
„ფეისბუქის“ ინფორმაციით, წაშლილი ვიდეოებიდან 1,2 მილიონი
ატვირთვისას დაიბლოკა.
ამასთან, კომპანიის ცნობით, ტერაქტების მსხვერპლთა ახლობლებისადმი
პატივისცემის ნიშნად, ქსელიდან იშლება ფაქტთან დაკავშირებული
შემდგომში რედაქტირებული ვიდეოებიც.
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმას 50 ადამიანი ემსხვერპლა.