სინას ნახევარკუნძულზე ბომბიანი თავდასხმები განხორციელდა
ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ ქვეყნის კუთვნილ სინას ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქ შეიხ ზუვეიდის ცენტრალურ ბაზარში ზედიზედ ორი ბომბიანი თავდასხმა განხორციელდა, რასაც 8 კაცი ემსხვერპლა, 27 კი დაიჭრა.

ამავე ინფორმაციით, პირველ აფეთქების დროს 7 კაცი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი და 4 პოლიციელი, ხოლო 26 დაიჭრა, მეორე აფეთქების დროს კი 1 ჯარისკაცი დაიღუპა, ერთიც დაიჭრა.

საყურადღებოა, რომ ეს თავდასხმები განხორციელდა ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდულბედა ალ-სისის, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის დროს.

წყარო: trt.net.tr
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები