ანკარაში 4 ქართველს გაქურდულ ბინაში დარჩენილი ორცხობილით მიაგნეს და დაიჭირეს
თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქურობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. როგორც თურქი პოლიციელები აცხადებენ, ბრალდებულები ანკარაში ელიტარულ საცხოვრებელ სახლებში იპარებოდნენ და ძვირფას ნივთებს იპარავდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთ-ერთი სახლის გაქურდვისას ქურდებს სახლში დარჩათ ახლომდებარე მაღაზიაში ნაყიდი ორცხობილა. სამართალდამცავები სწორედ ამ ორცხობილის კვალს მიჰყვნენ და იმ მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაშიფრეს, სადაც ეს ორცხობილა იყო ნაყიდი.

პოლიციამ დაკავებულთა საცხოვრებელი ბინიდან ნაქურდალი ნივთები ამოიღო, მათ შორის, საათები, კომპიუტერები, ოქროს სამკაულები და ფული.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები