თავრიზის 1 000 წლიან ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა
თავრიზის ისტორიულ ბაზარს ცეცხლი გაუჩნდა. პირველადი მონაცემებით, ხანძრის შედეგად 29 ადამიანი დაშავდა და 100-ზე მეტი ობიექტი დაზიანდა.

ირანის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ხანძარი ღამის საათებში დაიწყო, რომელსაც 19 მეხანძრე ებრძვოდა და 8 საათის განმავლობაში ცდილობდნენ ხანძრის ჩაქრობას.

მათივე ინფორმაციით, დაზიანებული ობიექტების უმეტესობაში კოსმეტიკური ნაწარმით ვაჭრობდნენ.

თავრიზის ბაზარი 1 000 წელზე მეტია ფუნქციონირებს და მსოფლიოში ყველაზე დიდ დახურულ ბაზრად ითვლება.

ბაზარი სადაც 5 500 მაღაზიაა, 2010 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები