„იდლიბის დაძაბულობის დეესკალაციის ზონის“ საზღვრებში არსებულ დასახელებებზე მოწყობილ თავდასხმებს 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის არმიის და ირანის
მიერ მხარდაჭერილი უცხო ტერორისტული ჯგუფებისგან შემდგარი რეჟიმის
ძალების მიერ
„იდლიბის დაძაბულობის დეესკალაციის ზონის“
საზღვრებში არსებულ დასახელებებზე საჰურის დროს მოწყობილ თავდასხმებს
3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა.
ადგილობრივი წყაროს ცნობით, რეჟიმის ძალებმა „იდლიბის დაძაბულობის
დეესკალაციის“ ზონის საზღვრებში ალეპოს დასავლეთ პერიფერიაში სოფელ
კეფერ დაელში საჰურის დროს ნაღმტყორცნებით, ჭურვებითა და რაკეტებით
თავდასხმა მოაწყეს.
სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენლების ცნობით, სოფელზე თავდასხმას 3
მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა.
ბაშარ ასადის რეჟიმის თვითმფრინავებმა „იდლიბის დაძაბულობის
დეესკალაციის ზონის“ საზღვრებში მდებარე ჯისირ ეშ შუღურის ბაზარზე
თავდასხმა განახორციელეს, რასაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა,
20 კი დაიჭრა.
წყარო: trt.net.tr